მესტიაში მოზარდზე ძალადობისა და ორი ადამიანის დაჭრისთვის მამაკაცი დააკავეს
პოლიციის თანამშრომლებმა, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისა და არასრულწლოვნის მიმართ განხორციელებული ძალადობის ბრალდებით ერთი ადამიანი დააკავეს. ,,გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 5 სექტემბერს, დაბა მესტიაში, ორ არასრულწლოვანს შორის ურთიერთშელაპარაკება მოხდა. კონფლიქტში ჩაერთო ერთ-ერთი არასრულწლოვნის მამა, რომელმაც ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მეორე არასრულწლოვანს” – ნათქვამია შსს-ს ინფორმაციაში. უწყების ცნობით, ინციდენტში მოგვიანებით რამდენიმე მოქალაქე ჩაერთო, რა დროსაც ბრალდებულმა ცივი იარაღის გამოყენებით ორი პირი დაჭრა, ფიზიკური დაპირისპირებისას დაშავდა ბრალდებულიც. სამივე მათგანი შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით კლინიკაში გადაიყვანეს. სამართალდამცველებმა საქმეზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულში ბრალდებული პირი სამედიცინო დაწესებულებაში დააკავეს. გამოძიება სისხლის… The post მესტიაში მოზარდზე ძალადობისა და ორი ადამიანის დაჭრისთვის მამაკაცი დააკავეს appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →