ფრიდრიხ მერცი „ალტერნატივა გერმანიისთვის“ პარტიასთან თანამშრომლობას გამორიცხავს
გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა „ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის“ აღმასრულებელი კომიტეტის შეხვედრაზე განაცხადა, რომ პარტიულ სისტემაში არსებული ტექტონიკური რყევების გამო მთავრობა ძველებურად საქმიანობას ვერ გააგრძელებს. კანცლერის თქმით, მთავარ გამოწვევას საზოგადოებასთან ემოციური კავშირის ნაკლებობა წარმოადგენს. მერცმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მემარჯვენე ექსტრემისტული საფრთხეების მიუხედავად, ქვეყანას კონსტიტუციის დასაცავად ყველა საჭირო ინსტრუმენტი გააჩნია. „ჩვენ ვერ შევძელით ხალხთან ემოციური კავშირის დამყარება. მოსახლეობის მხრიდან ემოციური მხარდაჭერის ნაკლებობა იყო და ჩვენ ამის იგნორირება არ შეგვიძლია… მხოლოდ მაშინ მივაღწევთ წარმატებას, თუ ღიად ვისაუბრებთ ხელმძღვანელობაში არსებულ პრობლემებზე“, – განაცხადა ფრიდრიხ მერცმა. გერმანიის მთავრობის ხელმძღვანელმა ასევე გამორიცხა თანამშრომლობა პარტიასთან „ალტერნატივა გერმანიისთვის“ და აღნიშნა,… The post ფრიდრიხ მერცი „ალტერნატივა გერმანიისთვის“ პარტიასთან თანამშრომლობას გამორიცხავს appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →