სიახლე

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ გაურკვეველი წარმომავლობის ხორცი გამოავლინა

TV4

სურსათის ეროვნული სააგენტოს მცხეთა-მთიანეთის დეპარტამენტის ინსპექტორებმა წიწამურის მიმდებარე ტერიტორიაზე, „ფორდის“ მარკის მიკროავტობუსში გაურკვეველი წარმომავლობის 8 მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ხორცი აღმოაჩინეს. მიკვლევადობით დადგინდა, რომ საქონელი დაკლულია ფიზიკური პირის, რ. ო-ის კუთვნილ ეზოში (მცხეთის რაიონი, სოფ. ციხისძირი) არსებულ არალეგალურ სასაკლაოში, რომელიც ფუნქციონირებდა ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციისა და სურსათის ეროვნული სააგენტოს სავალდებულო აღიარების გარეშე. კუსტარულად მოწყობილ სასაკლაოში […] The post სურსათის ეროვნულმა სააგენტომ გაურკვეველი წარმომავლობის ხორცი გამოავლინა appeared first on TV 4.

პირველწყარო →

სურსათის ეროვნული სააგენტოს მცხეთა-მთიანეთის დეპარტამენტის ინსპექტორებმა წიწამურის მიმდებარე ტერიტორიაზე, „ფორდის“ მარკის მიკროავტობუსში გაურკვეველი წარმომავლობის 8 მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ხორცი აღმოაჩინეს.

 

მიკვლევადობით დადგინდა, რომ საქონელი დაკლულია ფიზიკური პირის, რ. ო-ის კუთვნილ ეზოში (მცხეთის რაიონი, სოფ. ციხისძირი) არსებულ არალეგალურ სასაკლაოში, რომელიც ფუნქციონირებდა ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციისა და სურსათის ეროვნული სააგენტოს სავალდებულო აღიარების გარეშე. კუსტარულად მოწყობილ სასაკლაოში გამოვლინდა კრიტიკული შეუსაბამობები, რის გამოც ფ/პ კანონმდებლობის შესაბამისად დაჯარიმდა; გაურკვეველი წარმომავლობის ხორცი დაილუქა და სააგენტოს ზედამხედველობით განადგურდება.

 

სურსათის ეროვნული სააგენტო კიდევ ერთხელ მოუწოდებს მომხმარებელს, არ შეიძინოს ხორცი ჯანმრთელობის ნიშანდებისა და ფორმა 2-ის გარეშე, მეწარმეებმა კი ისაქმიანონ კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად და დაიცვან სურსათის უვნებლობის მოთხოვნები.

 

ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

The post სურსათის ეროვნულმა სააგენტომ გაურკვეველი წარმომავლობის ხორცი გამოავლინა appeared first on TV 4.


მსგავსი