სიახლე

უკრაინის გენერალური პროკურორი თანამდებობიდან გადადგა

მედიაცენტრი

უკრაინის გენერალურმა პროკურორმა, რუსლან კრავჩენკომ თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადება დაწერა. მისი განმარტებით, აღნიშნული ნაბიჯი პოლიტიკური გადაწყვეტილებაა, რათა პროკურატურის ინსტიტუტი პოლიტიკურ დაპირისპირებაში არ იყოს გამოყენებული. გადადგომის გადაწყვეტილებას წინ უძღოდა უკრაინის ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროსა და სპეციალიზებული ანტიკორუფციული პროკურატურის მიერ ჩატარებული სპეცოპერაცია. გამოძიების ფარგლებში უკანონო ქოლ-ცენტრების მფარველობისა და აქტივების გათეთრების ბრალდებით გენერალური პროკურატურის საერთაშორისო თანამშრომლობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, სერგეი კროპივა დააკავეს. სამართალდამცავების ცნობით, გამოძიებამ დააფიქსირა კროპივასა და კრავჩენკოს შორის ჩაწერილი საუბარი, რაც, პროკურორების მტკიცებით, გენერალური პროკურორის მხრიდან სავარაუდო მფარველობაზე მიუთითებს. თავად რუსლან კრავჩენკო ბრალდებებს უარყოფს და აცხადებს, რომ უკანონო სქემებთან კავშირი არ აქვს. The post უკრაინის გენერალური პროკურორი თანამდებობიდან გადადგა appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.

პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის. გახსენი პირველწყარო.

მსგავსი