უკრაინა Patriot-ის სისტემებისთვის 1000-მდე რაკეტას შეიძენს
უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ევგენი ხმარამ, „რამშტაინის ფორმატის“ შეხვედრაზე გამოსვლისას განაცხადა, რომ პარტნიორებთან Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემებისთვის დაახლოებით ათასი რაკეტის მიწოდებაზე კონტრაქტები ფორმდება. აღნიშნული შესყიდვები ევროკავშირის გამოყოფილი სესხის ფარგლებში განხორციელდება. თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა ყურადღება გაამახვილა ბრძოლის ველზე დრონებისა და საჰაერო თავდაცვის სისტემების კრიტიკულ მნიშვნელობაზე და მოკავშირეებს ფინანსური გადაწყვეტილებების დროულად მიღებისკენ მოუწოდა. „ბრძოლის ველზე ჩვენი წარმატების 90%-მდე დრონებზეა დამოკიდებული. გთხოვთ, ყველა საჭირო ფინანსური გადაწყვეტილება ნოემბრამდე მიიღოთ, რათა უკვე ამ ზამთარში ბრძოლის ველზე შედეგები დავინახოთ“, – აღნიშნა ევგენი ხმარამ. ევგენი ხმარას თქმით, საჰაერო თავდაცვის უზრუნველყოფა პირდაპირ კავშირშია ზამთრის პერიოდში უკრაინის მდგრადობის შენარჩუნებასთან. The post უკრაინა Patriot-ის სისტემებისთვის 1000-მდე რაკეტას შეიძენს appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →