,,ევროკავშირს ისტორიაში პირველად, გაფართოების პროცესში მოწინააღმდეგეები ჰყავს”- მარტა კოსი
გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა მარტა კოსმა განაცხადა, რომ კანდიდატმა ქვეყნებმა ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში დონალდ ტრამპის მოძრაობა MAGA-სთან კავშირები უნდა გაწყვიტონ. ევროკომისარმა ხაზი გაუსვა, რომ გაფართოების პროცესს ისტორიაში პირველად ჰყავს აშკარა მოწინააღმდეგეები. კოსის განმარტებით, ევროკავშირი ზეწოლას დასავლეთიდან, კერძოდ MAGA-ს იდეოლოგების მხრიდანაც განიცდის, რომლებიც ევროპული დემოკრატიისა და ეკონომიკის დაღმასვლაზე მცდარი ნარატივების გავრცელებას ცდილობენ. მან ასევე ისაუბრა რუსეთსა და ჩინეთზეც – აღნიშნა, რომ რუსეთი პირდაპირ დეზინფორმაციულ კამპანიას ეწევა, ხოლო ჩინეთი ეკონომიკური გავლენების გაძლიერებით ცდილობს სარგებლის მიღებას. „არ უნდა გავრისკოთ ის, რომ ჩვენმა მომავალმა წევრებმა სხვებზე ისეთი დამოკიდებულებები შეიქმნან, რომელიც ჩვენს გრძელვადიან ინტერესებთან წინააღმდეგობაში იქნება“,… The post ,,ევროკავშირს ისტორიაში პირველად, გაფართოების პროცესში მოწინააღმდეგეები ჰყავს”- მარტა კოსი appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →