სიახლე

,,ლაიფციგის აეროპორტში თავდასხმას რუსეთი თვეების განმავლობაში გეგმავდა” – ფრიდრიხ მერცი

მედიაცენტრი

გერმანიის კანცლერმა ბუნდესტაგში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ ბერლინი უკრაინის მხარდაჭერას შეუვალად გააგრძელებს. დებატების დროს კანცლერი მკვეთრად დაუპირისპირდა ულტრამემარჯვენე პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ თანათავმჯდომარეს, ალის ვაიდელს, და ოპოზიციური პარტიის წევრები კრემლის ინტერესების გატარებაში დაადანაშაულა. „რუსეთს არავინ დამუქრებია, არც ნატო, არც ევროკავშირი და არც გერმანია. უკრაინა ჩვენს თავისუფლებასაც იცავს. ერთადერთი, რაც რუსეთსა და პუტინს ემუქრება, ეს დემოკრატიის ძალაა“, – განაცხადა მერცმა. მისი თქმით, რუსეთი ლაიფციგის აეროპორტში თავდასხმას თვეების განმავლობაში გეგმავდა, რაც უშუალოდ გერმანიის წინააღმდეგ იყო მიმართული. კანცლერის განცხადებას წინ უძღოდა ალის ვაიდელის კრიტიკა, რომელმაც გერმანიის მთავრობა ომის გაღვივებასა და საომარი პროპაგანდის გაძლიერებაში დაადანაშაულა.… The post ,,ლაიფციგის აეროპორტში თავდასხმას რუსეთი თვეების განმავლობაში გეგმავდა” – ფრიდრიხ მერცი appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.

პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის. გახსენი პირველწყარო.

მსგავსი