სიახლე

ბათუმიდან აფრენილი კერძო თვითმფრინავი შავ ზღვაში ავარიულად დაეშვა (ვიდეო)

მედიაცენტრი

ბათუმიდან ჩრდილოეთ თურქეთის მიმართულებით მფრინავმა კერძო თვითმფრინავმა, ტექნიკური გაუმართაობის გამო, შავ ზღვაში, რიზეს პროვინციის სანაპიროსთან ავარიული დაშვება განახორციელა. საჰაერო ხომალდი ორდუ-გირესუნის აეროპორტში მიფრინავდა, თუმცა ეკიპაჟი იძულებული გახდა ზღვაში დაშვებულიყო. თურქეთის სანაპირო დაცვამ წყლიდან ორი ადამიანი უვნებლად ამოიყვანა. ისინი სამედიცინო შემოწმების მიზნით ადგილობრივ კლინიკაში გადაიყვანეს. მომხდარ ფაქტზე დაწყებულია გამოძიება ტექნიკური გაუმართაობის ზუსტი მიზეზების დასადგენად. The post ბათუმიდან აფრენილი კერძო თვითმფრინავი შავ ზღვაში ავარიულად დაეშვა (ვიდეო) appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.

პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის. გახსენი პირველწყარო.

მსგავსი