,,საქსონია-ანჰალტის ამომრჩევლის გზავნილი ვერ გაიგეთ” – ალის ვაიდელი ფრიდრიხ მერცს
ულტრამემარჯვენე პარტიის „ალტერნატივა გერმანიისთვის“ თანათავმჯდომარე ალის ვაიდელი ბუნდესტაგში სიტყვით გამოსვლისას გერმანიის კანცლერ ფრიდრიხ მერცს დაუპირისპირდა. ვაიდელმა განაცხადა, რომ კანცლერმა ვერ გაიაზრა საქსონია-ანჰალტის რეგიონულ არჩევნებში ამომრჩევლის მიერ გაგზავნილი სიგნალი და მისი პოლიტიკური ვადა ამოწურულია. „ბატონო მერც, თქვენ ვერ გაიგეთ ის გზავნილი, რომელიც საქსონია-ანჰალტის ამომრჩევლებმა გასულ კვირას გამოგიგზავნეს. ეს აღარც არის მნიშვნელოვანი, რადგან თქვენი დრო ისედაც ამოიწურა. მოქალაქეებს პოლიტიკური ცვლილებები სურთ და ისინი ამას მიაღწევენ“, – განაცხადა ალის ვაიდელმა. ვაიდელის თქმით, საქსონია-ანჰალტის არჩევნების შედეგები მკაფიოდ მიუთითებს გერმანული საზოგადოების განწყობების ცვლილებასა და მოქმედი მთავრობის კურსის მიმართ უკმაყოფილებაზე. The post ,,საქსონია-ანჰალტის ამომრჩევლის გზავნილი ვერ გაიგეთ” – ალის ვაიდელი ფრიდრიხ მერცს appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →