სლოვაკეთის წინააღმდეგობის გამო, ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების 1 წლით გახანგრძლივებაზე შეთანხმებას კვლავ ვერ მიაღწია
ევროკავშირის მუდმივი წარმომადგენლების კომიტეტმა (Coreper) ოთხშაბათს გამართულ შეხვედრაზე კვლავ ვერ შეძლო შეთანხმების მიღწევა უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის დარღვევისთვის დაწესებული ინდივიდუალური სანქციების ერთი წლის ვადით გაგრძელებაზე. ამის მიზეზი სლოვაკეთის პოზიცია გახდა. უკრაინული მედიის ცნობით, ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებმა ბრატისლავას წინააღმდეგობის გამო ვერ შეათანხმეს სანქციების რეჟიმის 12 თვით გაგრძელების საკითხი. „დღეს Coreper-მა იმ ფიზიკური და იურიდიული პირების წინააღმდეგ მოქმედი სანქციების ვადაზე იმსჯელა, რომლებიც საფრთხეს უქმნიან და ძირს უთხრიან უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას. თუმცა შეთანხმების მიღწევა ვერ მოხერხდა“, – განუცხადა გამოცემას ერთ-ერთმა დიპლომატმა. სლოვაკეთი ერთადერთი სახელმწიფოა, რომელიც სანქციების 1 წლით გაგრძელების ნაცვლად,… The post სლოვაკეთის წინააღმდეგობის გამო, ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების 1 წლით გახანგრძლივებაზე შეთანხმებას კვლავ ვერ მიაღწია appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →