სიახლე

“სინამდვილეში არანაირი ქართველი ნაციონალისტი არა ხარ, არამედ ხარ უკიდეგანოდ ფარისეველი ს*რი” – დავით ზურაბიშვილი

პარალელი

სააგენტო "პარალელი" “სინამდვილეში არანაირი ქართველი ნაციონალისტი არა ხარ, არამედ ხარ უკიდეგანოდ ფარისეველი ს*რი” – დავით ზურაბიშვილი პოლიტიკის ექსპერტი დავით ზურაბიშვილი საზოგადოების გარკვეულ კატეგორიაში გამოხატულ პოლიტიკურ ინტერესს თუ სიმპატიებს კონკრეტული განმარტებებით და მძიმე შეფასებებით ეხმაურება: “ქართველი ვარო რომ იძახი, ეროვნული, მართლმადიდებელი, დედა-ეკლესიას ვიცავ, ოჯახურ ფასეულობებს და ტრადიციებსო, ქალი ქალიაო, კაცი კაციაო და ა. შ. რომ გკითხოს კაცმა, აფხაზეთი და სამაჩაბლოც გტკივა და აღმაშენებლით ამაყობ და ნიკოფსიიდან დარუბანდამდე საქართველოთი, მოკლედ, ქართულ ნაციონალიზმს აწვები […] “სინამდვილეში არანაირი ქართველი ნაციონალისტი არა ხარ, არამედ ხარ უკიდეგანოდ ფარისეველი ს*რი” – დავით ზურაბიშვილი პარალელი

პირველწყარო →

სააგენტო "პარალელი"
“სინამდვილეში არანაირი ქართველი ნაციონალისტი არა ხარ, არამედ ხარ უკიდეგანოდ ფარისეველი ს*რი” – დავით ზურაბიშვილი

პოლიტიკის ექსპერტი დავით ზურაბიშვილი საზოგადოების გარკვეულ კატეგორიაში გამოხატულ პოლიტიკურ ინტერესს თუ სიმპატიებს კონკრეტული განმარტებებით და მძიმე შეფასებებით ეხმაურება:

“ქართველი ვარო რომ იძახი, ეროვნული, მართლმადიდებელი, დედა-ეკლესიას ვიცავ, ოჯახურ ფასეულობებს და ტრადიციებსო, ქალი ქალიაო, კაცი კაციაო და ა. შ. რომ გკითხოს კაცმა, აფხაზეთი და სამაჩაბლოც გტკივა და აღმაშენებლით ამაყობ და ნიკოფსიიდან დარუბანდამდე საქართველოთი, მოკლედ, ქართულ ნაციონალიზმს აწვები თითქოს და ამ დროს იმაზე გეშლება ნერვები, უკრაინის პრეზიდენტი რატომ არ ნებდება რუსეთს, რატომ არ თმობს ტერიტორიებს და რატომ ეხმარებიან ამაში ევროპელები…

პლუს გერმანიაში პუტინისტ ფაშისტებს გულშემატკივრობ, რომელთაც თან პროგრამაში უწერიათ შენი თანამემამულეების გამოყრა გერმანიიდან და აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას აღიარებენ…, სინამდვილეში არანაირი ქართველი ნაციონალისტი არა ხარ, არამედ, ყველაზე რბილი შეფასებით, ხარ უკიდეგანოდ ფარისეველი ს*რი.

ამაზე კორექტულად ვერ ვიტყვი. ვისაც ყურნი ესხნენ, ისმინონ“, – წერს დავით ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში.

“სინამდვილეში არანაირი ქართველი ნაციონალისტი არა ხარ, არამედ ხარ უკიდეგანოდ ფარისეველი ს*რი” – დავით ზურაბიშვილი
პარალელი


მსგავსი