უკრაინამ და კანადამ 100-წლიანი პარტნიორობის დეკლარაციას მოაწერეს ხელი
კანადის პრემიერ-მინისტრმა, მარკ კარნიმ განაცხადა, რომ ოტავა 350 მილიონ კანადურ დოლარს გამოყოფს უკრაინის საჰაერო თავდაცვისთვის საჭირო ჩამჭრელი რაკეტების შესაძენად. ამასთან, კანადა გეგმავს მომდევნო ორი წლის განმავლობაში დრონების წარმოება გაზარდოს და წარმოებული პროდუქციის მესამედი უკრაინის თავდაცვის ძალებს გადასცეს. ორი ქვეყანა ასევე იწყებს გრძელვადიან პარტნიორობას უპილოტო სისტემების, დრონების საწინააღმდეგო ტექნოლოგიებისა და საბრძოლო მასალის ერთობლივ წარმოებაზე. მხარდაჭერა მოიცავს ენერგეტიკულ სექტორსაც: კანადა შეიტანს თანხას უკრაინის ენერგეტიკული უსაფრთხოების ფონდში და გასცემს 430 მილიონზე მეტი აშშ დოლარის ღირებულების სასესხო გარანტიებს გაზის შესასყიდად. გადაწყვეტილებები უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის კანადაში სამდღიანი ვიზიტის ფარგლებში გაჟღერდა, სადაც მხარეებმა ხელი მოაწერეს… The post უკრაინამ და კანადამ 100-წლიანი პარტნიორობის დეკლარაციას მოაწერეს ხელი appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →