
წერა-კითხვისა და წიგნიერების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, მარნეულის საჯარო ბიბლიოთეკაში პატარა მკითხველებისთვის შემეცნებითი აქტივობა – „წიგნის მოგზაურობა ბიბლიოთეკაში“ გაიმართა.
აქტივობის მიზანი ბავშვებისთვის ბიბლიოთეკის მუშაობისა და წიგნის მკითხველამდე მისვლის გაცნობა, წიგნთან დაკავშირებული საქმიანობის შესახებ მათი ცოდნის გაღრმავება და ბიბლიოთეკისადმი ინტერესის გაღვივება.


