სიახლე
იანვარ-ივნისში საქართველოში 10 ათასზე მეტი ქორწინება და 6 ათასზე მეტი განქორწინება დარეგისტრირდა
მედიაცენტრი
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი დემოგრაფიული მონაცემებით, 2026 წლის იანვარ-ივნისში საქართველოში 10 006 ქორწინება და 6 095 განქორწინება დარეგისტრირდა. ქორწინებების ყველაზე დიდი რაოდენობა თბილისში აღირიცხა, სადაც წლის პირველ ექვს თვეში 2 993 ქორწინება დარეგისტრირდა. შემდეგ მოდის იმერეთი 1 466 შემთხვევით, ქვემო ქართლი 1 302-ით და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა 1 144-ით. რაც შეეხება განქორწინებებს, ყველაზე მეტი შემთხვევა ასევე თბილისში დაფიქსირდა და 2 130 შეადგინა. იმერეთში 968, ქვემო ქართლში 674, სამეგრელო-ზემო სვანეთში კი 554 განქორწინება აღირიცხა. The post იანვარ-ივნისში საქართველოში 10 ათასზე მეტი ქორწინება და 6 ათასზე მეტი განქორწინება დარეგისტრირდა appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის.
გახსენი პირველწყარო.