„თუ ხმას რესპუბლიკელებს არ მისცემთ ჯოჯოხეთში მოხვდებით” – დონალდ ტრამპი
ტეხასის შტატის ქალაქ დალასში, რესპუბლიკური პარტიის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დამსწრე საზოგადოებას არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად იუმორისტული ფიცი დაადებინა. „გთხოვთ, მარჯვენა ხელი ასწიოთ. პირობას ვდებ შეერთებული შტატების ისტორიაში უდიდესი პრეზიდენტის წინაშე, რომ მე, ჩემს ოჯახსა და მეგობრებთან ერთად, აუცილებლად მივიღებ მონაწილეობას არჩევნებში“, – განაცხადა ტრამპმა. თეთრი სახლის ლიდერმა მხარდამჭერებს მოუწოდა, ხმა რესპუბლიკელებს მისცენ და აღნიშნა, რომ ვინც არჩევნებზე არ მივა, „ჯოჯოხეთში მოხვდება“. მან ასევე დასძინა, რომ პრეზიდენტობის 19 თვის განმავლობაში ყველა დაპირება შეასრულა, ხოლო დემოკრატების გამარჯვების შემთხვევაში, ისინი მოქალაქეებს ქონებას ჩამოართმევენ. The post „თუ ხმას რესპუბლიკელებს არ მისცემთ ჯოჯოხეთში მოხვდებით” – დონალდ ტრამპი appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →