სიახლე

ევროკომისიამ უკრაინის საჰაერო და სარაკეტო თავდაცვისთვის €6.1 მილიარდი დაამტკიცა

Alia

ევროკომისიამ უკრაინისთვის დამატებით €6.1 მილიარდი დაამტკიცა, რომლითაც კიევი საჰაერო და სარაკეტო თავდაცვის საშუალებებს, საბრძოლო მასალას, დრონებსა და ელექტრონული ბრძოლის სისტემებს შეიძენს. გადაწყვეტილება უკრაინას Patriot-ის სისტემებისთვის განკუთვნილი ამერიკული PAC-3-ის რაკეტების შეძენის შესაძლებლობასაც აძლევს, მათ შორის, NATO-ს მიერ კოორდინირებული PURL-ის მექანიზმით. თანხით შეიარაღების შეძენა როგორც ევროპული, ისე უკრაინული კომპანიებისგან იქნება შესაძლებელი. ამასთან, ევროკომისიამ დაფინანსების პირობებიდან ხუთი გამონაკლისი დაუშვა: […] The post ევროკომისიამ უკრაინის საჰაერო და სარაკეტო თავდაცვისთვის €6.1 მილიარდი დაამტკიცა appeared first on .

პირველწყარო →

ევროკომისიამ უკრაინისთვის დამატებით €6.1 მილიარდი დაამტკიცა, რომლითაც კიევი საჰაერო და სარაკეტო თავდაცვის საშუალებებს, საბრძოლო მასალას, დრონებსა და ელექტრონული ბრძოლის სისტემებს შეიძენს.

გადაწყვეტილება უკრაინას Patriot-ის სისტემებისთვის განკუთვნილი ამერიკული PAC-3-ის რაკეტების შეძენის შესაძლებლობასაც აძლევს, მათ შორის, NATO-ს მიერ კოორდინირებული PURL-ის მექანიზმით.

თანხით შეიარაღების შეძენა როგორც ევროპული, ისე უკრაინული კომპანიებისგან იქნება შესაძლებელი.

ამასთან, ევროკომისიამ დაფინანსების პირობებიდან ხუთი გამონაკლისი დაუშვა: სამი უკრაინული დრონებისა და მათი კომპონენტებისთვის, ორი კი ამერიკული შეიარაღებისთვის, განსაკუთრებით PAC-3-ის რაკეტებისთვის.

დაფინანსება უკრაინის მხარდასაჭერად შექმნილი €90-მილიარდიანი სესხის ნაწილია, რომელიც 2026-2027 წლებზეა გათვლილი. აქედან €60 მილიარდი თავდაცვისთვის, €30 მილიარდი კი საბიუჯეტო დახმარებისთვის არის განკუთვნილი.

ევროკომისიის ცნობით, ამ გადაწყვეტილებით სრულად განისაზღვრა, რაში დაიხარჯება უკრაინის თავდაცვისთვის 2026 წელს გამოყოფილი €28.3 მილიარდი: შერჩეულია შესასყიდი აღჭურვილობა და მიმწოდებლები, ასევე დადგენილია საჭირო რაოდენობები და შესრულების ვადები. თუმცა, ეს ავტომატურად თანხის სრულად გადარიცხვას არ ნიშნავს. ევროკომისია კიევისთვის თანხას შესაბამისი კონტრაქტების შემოწმების შემდეგ გამოყოფს

The post ევროკომისიამ უკრაინის საჰაერო და სარაკეტო თავდაცვისთვის €6.1 მილიარდი დაამტკიცა appeared first on .


მსგავსი