სიახლე

იაპონია გაეროს მიერ მხარდაჭერილი ახალი მსოფლიო რუკის შეცვლას ითხოვს

მედიაცენტრი

იაპონიის მთავრობამ მოითხოვა შეიცვალოს ახალი მსოფლიო რუკა Equal Earth-ი, რომლის გამოყენებასაც გაეროს გენერალურმა ასამბლეამ მხარი 4 სექტემბერს მიღებული რეზოლუციით დაუჭირა. იაპონია რეზოლუციის მხარდამჭერ 164 ქვეყანას შორის იყო, თუმცა მოგვიანებით მოთხოვნა წამოაყენა, რადგან რუკაზე კურილის სადავო კუნძულები იმავე ფერითაა აღნიშნული, როგორითაც რუსეთი. ტოკიო თავის ჩრდილოეთ ტერიტორიად მიიჩნევს მეორე მსოფლიო ომის დროს საბჭოთა კავშირის მიერ ანექსირებულ ოთხ კუნძულს: იტურუპს, შიკოტანს, კუნაშირს და ხაბომაის. იაპონიის მთავრობის მდივანმა განაცხადა, რომ რუკა ეწინააღმდეგება ქვეყნის ოფიციალურ პოზიციას. ცვლილების მოთხოვნა უკვე გადაიგზავნა. The post იაპონია გაეროს მიერ მხარდაჭერილი ახალი მსოფლიო რუკის შეცვლას ითხოვს appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.

პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის. გახსენი პირველწყარო.

მსგავსი