სიახლე

“მარგო სიმონიანი ვერაფერს დაგვაკლებდა საკუთარი სიმონიანები მრავლად რომ არ გვყოლოდა, თან ხელისუფლებაში” – ლელა ჯეჯელავა

პარალელი

სააგენტო "პარალელი" “მარგო სიმონიანი ვერაფერს დაგვაკლებდა საკუთარი სიმონიანები მრავლად რომ არ გვყოლოდა, თან ხელისუფლებაში” – ლელა ჯეჯელავა ბლოგერისა და სამოქალაქო აქტივისტის, თორნიკე რაზმაძის წინააღმდეგ დაწყებულ ადმინისტრაციულ საქმისწარმოებას მძიმე ემოციური შეფასებებით ეხმაურება ანალიტიკოსი ლელა ჯეჯელავა: “ქართული ოცნების” მიერ ეროვნული ღირებულებებისადმი “ერთგულების” უტყუარი დასტური: აპირებენ დასაჯონ თორნიკე რაზმაძე, ახალგაზრდა ქართველი კაცი, რომელმაც ქართველთა მოძულე, მარგო სიმონიანს შეურაცხყოფა მიაყენა ქოცების “საყვარელი” მეფე ერეკლეს უდიერად მოხსენიების და საქართველოს ისტორიის გაყალბებისთვის. როგორც დაჩოქილი ერეკლე არავის უნახავს, ისე […] “მარგო სიმონიანი ვერაფერს დაგვაკლებდა საკუთარი სიმონიანები მრავლად რომ არ გვყოლოდა, თან ხელისუფლებაში” – ლელა ჯეჯელავა პარალელი

პირველწყარო →

სააგენტო "პარალელი"
“მარგო სიმონიანი ვერაფერს დაგვაკლებდა საკუთარი სიმონიანები მრავლად რომ არ გვყოლოდა, თან ხელისუფლებაში” – ლელა ჯეჯელავა

ბლოგერისა და სამოქალაქო აქტივისტის, თორნიკე რაზმაძის წინააღმდეგ დაწყებულ ადმინისტრაციულ საქმისწარმოებას მძიმე ემოციური შეფასებებით ეხმაურება ანალიტიკოსი ლელა ჯეჯელავა:

“ქართული ოცნების” მიერ ეროვნული ღირებულებებისადმი “ერთგულების” უტყუარი დასტური: აპირებენ დასაჯონ თორნიკე რაზმაძე, ახალგაზრდა ქართველი კაცი, რომელმაც ქართველთა მოძულე, მარგო სიმონიანს შეურაცხყოფა მიაყენა ქოცების “საყვარელი” მეფე ერეკლეს უდიერად მოხსენიების და საქართველოს ისტორიის გაყალბებისთვის.

როგორც დაჩოქილი ერეკლე არავის უნახავს, ისე ვერ მოესწრება მარგო სიმონიანი საქართველოს რუსეთში დაბრუნებას და ძმრად ექცევა რიწის ტბა, რომლის ტალღებში ნებივრობდა სულ ცოტა ხნის წინ და ქართველებს ნიშნს გვიგებდა.

მარგო სიმონიანი ვერაფერს დაგვაკლებდა საკუთარი სიმონიანები მრავლად რომ არ გვყოლოდა, თან ხელისუფლებაში. სირცხვილია! სიკვდილამდე სირცხვილია ეს ქართველებო!” – წერს ლელა ჯეჯელავა სოციალურ ქსელში.

ინფორმაციისთვის: რუსი პროპაგანდისტების მიერ ერეკლე მეფესა და საქართველოსთან მიმართებით გამოთქმულ დამაკნინებელ/შეურაცმყოფელ შეფასებაზე ქართველი ბლოგერისა და სამოქალაქო აქტივისტის, თორნიკე რაზმაძის მიერ სოციალურ ქსელში დაწერილი მძიმე კომენტარის გამო მის წინააღმდეგ შსს-მ ადმინისტრაციული საქმისწარმოება დაიწყო.

“მარგო სიმონიანი ვერაფერს დაგვაკლებდა საკუთარი სიმონიანები მრავლად რომ არ გვყოლოდა, თან ხელისუფლებაში” – ლელა ჯეჯელავა
პარალელი


მსგავსი