„საზოგადოების სტრუქტურა და მსოფლიოს დემოგრაფიული რუკა ტრანსფორმაციას განიცდის” – პუტინი
,,საერთაშორისო ურთიერთობების უნიპოლარული სისტემა წარსულს ჩაბარდა”, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ინდოეთში, BRICS-ის სამიტზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისი თქმით, მსოფლიო არენაზე მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური, გეოეკონომიკური, ტექნოლოგიური და სოციალური გარდაქმნები მიმდინარეობს. „საზოგადოების სტრუქტურა და მსოფლიოს დემოგრაფიული რუკა ტრანსფორმაციას განიცდის. ძალთა ბალასის გადანაწილება გლობალურ სამხრეთსა და აღმოსავლეთში არსებული განვითარების ცენტრების სასარგებლოდ ხდება“, – განაცხადა პუტინმა. როგორც მან აღნიშნა, მსოფლიოში სულ უფრო მეტი სახელმწიფო ხმამაღლა აცხადებს მისი მზადყოფნის შესახებ, რომ ეროვნული ინტერესები დაიცვას. The post „საზოგადოების სტრუქტურა და მსოფლიოს დემოგრაფიული რუკა ტრანსფორმაციას განიცდის” – პუტინი appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →