მარნეულის მუნიციპალიტეტის ოქროსა და ვერცხლის მედალოსანი მოსწავლეები დაჯილდოვდნენ
რეგიონალური სიახლეები
მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, საქართველოს მწერალთა სახლის, მარნეულის საგანმანათლებლო რესურსცენტრისა და ყვარლის ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმის ჩართულობით, მუნიციპალიტეტის წარჩინებული მოსწავლეებისა და მათი პედაგოგებისთვის საგანმანათლებლო-შემეცნებითი ტური მოეწყო. ტურის ფარგლებში მოსწავლეებმა ყვარელში, ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმი დაათვალიერეს, სადაც ღია გაკვეთილი და დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. წარჩინებულ მოსწავლეებს მარნეულის მერის მოადგილემ, თეონა ფარჯიანმა, სიმბოლური საჩუქრები გადასცა. 2025–2026 სასწავლო წელს მარნეულის მუნიციპალიტეტში...
მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, საქართველოს მწერალთა სახლის, მარნეულის საგანმანათლებლო რესურსცენტრისა და ყვარლის ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმის ჩართულობით, მუნიციპალიტეტის წარჩინებული მოსწავლეებისა და მათი პედაგოგებისთვის საგანმანათლებლო-შემეცნებითი ტური მოეწყო.
ტურის ფარგლებში მოსწავლეებმა ყვარელში, ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმი დაათვალიერეს, სადაც ღია გაკვეთილი და დაჯილდოების ცერემონია გაიმართა.