სააგენტო "პარალელი"
“რიგში რომ იდექით პატრიარქის დაკრძალვაზე, ამაზეც კარგად “მოუხვეტავთ” – ლაშა ბუღაძე
ტვ “პირველზე” გასულ საგამოძიებო ჟურნალისტიკის სკანდალურ რეპორტაჟს, სოციალურ ქსელში, მძიმე შეფასებებით ეხმაურება მწერალი, დრამატურგი ლაშა ბუღაძე:
“ძვირფასი საათები რა მოსატანია ამათ ავაზაკობისთვის მომართულ ხელებზე, როცა გარდაცვლილი პატრიარქი გაუქურდავთ სამების ტაძრის ნეტარი ხვეტა-ხვეტით.
მამა კეკელია რას ბრძანებს ამაზე – დაკრძალვიდან შეჭმული ფულიც უფალს ეკუთვნის ნეტა? განა ასე არ ამბობენ ქართული “ერპეცეს” ფილიალის სასულიერო წარმომადგენლები, როცა ქონებაზე უწევთ პასუხის გაცემა: უფალშია შეძენილიო… ეს მილიონები ჩვენი კი არა, ქრისტესიაო ანუ.
“უფლისთვის” გაქურდეს მიცვალებული კულტურის მინისტრმა და “მართლმადიდებლობისა და მშვიდობის დამცველმა” სხვა მხვეტავებმა?! რიგში რომ იდექით პატრიარქის დაკრძალვაზე, ამაზეც კარგად “მოუხვეტავთ”, – წერს ლაშა ბუღაძე.
ინფორმაციისთვის: გავრცელებული ინფორმაციით, პატრიარქის გასვენების ღონისძიებებისთვის გამოყოფილი თანხიდან 3 მილიონი ლარი კულტურის სამინისტროს გადაეცა სამგლოვიარო პროცესებისა და სხვა საორგანიზაციო საქმიანობისთვის. როგორც ირკვევა აღნიშნულ თანხასთან დაკავშირებით სერიოზული შეკითხვები გაჩნდა, თუ სად და რაში დაიხარჯა.
“რიგში რომ იდექით პატრიარქის დაკრძალვაზე, ამაზეც კარგად “მოუხვეტავთ” – ლაშა ბუღაძე
პარალელი