სიახლე

ამან კაცობრიობის გადაშენებამდე შეიძლება მიგვიყვანოს – „ხელოვნური ინტელექტის ნათლია“ გვაფრთხილებს

MegaTV

ბრიტანულ გაზეთ „დეილი მეილში“ (Daily Mail) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით – „ხელოვნური ინტელექტის ნათლია“ გვაფრთხილებს: „ზეგონიერ სისტემებს შეუძლიათ, ადამიანების გადაშენება გამოიწვიონ“ და მთავრობას მოუწოდებს, რომ მათი შემუშავება აკრძალოს“ (ავტორი – შივალი ბესტი). რამდენად საშიშნი არიან ზეინტელექტუალური რობოტები? რას გამოიწვევს მათი განვითარების აკრძალვა – რეგრესს თუ პროგრესს?გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით: ადამიანი, რომელსაც „ხელოვნური ინტელექტის ნათლიას“ უწოდებენ, კაცობრიობას […]

პირველწყარო →

ბრიტანულ გაზეთ „დეილი მეილში“ (Daily Mail) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით – „ხელოვნური ინტელექტის ნათლია“ გვაფრთხილებს: „ზეგონიერ სისტემებს შეუძლიათ, ადამიანების გადაშენება გამოიწვიონ“ და მთავრობას მოუწოდებს, რომ მათი შემუშავება აკრძალოს“ (ავტორი – შივალი ბესტი). რამდენად საშიშნი არიან ზეინტელექტუალური რობოტები? რას გამოიწვევს მათი განვითარების აკრძალვა – რეგრესს თუ პროგრესს?გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

ადამიანი, რომელსაც „ხელოვნური ინტელექტის ნათლიას“ უწოდებენ, კაცობრიობას ახალი მოსალოდნელი უბედურების შესახებ აფრთხილებს – „მოერიდეთ ხელოვნურ ინტელექტს!“.

დოქტორი ჯეფრი ჰინტონი – ბრიტანელ-კანადელი სწავლული კომპიუტერული მეცნიერების სფეროში, ხელოვნური ნეირონული ქსელების ცნობილი მკვლევარი, კაცობრიობას დაუფარავად ეუბნება, ხელოვნურ ინტელექტს, თუ ის „ზეინტელექტუალი გონიერი არსება“ გახდება, შეუძლია პლანეტაზე ადამიანების გადაშენება გამოიწვიოს.

„ზეინტელექტი“ – ეს ისეთი მდგომარეობაა, რომლის დროსაც ხელოვნური სისტემა ბევრად უფრო ძლიერი ხდება, ვიდრე ნებისმიერი ცალკეული ადამიანი, კომპანია და, გნებავთ – მთელი ერი.

„უკიდურესი უგუნურება იქნებოდა დღეს ზეინტელექტის შექმნა-შემუშავება, როცა ჯერ არ არსებობს მეცნიერული კონსენსუსი – რამდენად შეიძლება მისი გაკონტროლება და რა გზებით, ან საერთოდ, შეიძლება თუ არა მისი უსაფრთხო განვითარება. თუ ჩვენ კონტროლს დავკარგავთ ხელოვნურ ინტელექტზე, რომელიც თავისი ნეირონულ-ელექტრონული ტვინით ადამიანის გონების შესაძლებლობას აჭარბებს, ამან კაცობრიობის გადაშენებამდე შეიძლება მიგვიყვანოს“, – ამბობს დოქტორი ჯეფრი ჰინტონი.

მეცნიერის განცხადებამ იმ კანონპროექტის მხარდასაჭერად გაიჟღერა, რომელიც არაკომერციული ორგანიზაციის – ControlAI-ის მიერ არის შემუშავებული და რომელიც ბრიტანეთის პარლამენტში ლეიბორისტმა დეპუტატმა ალექს სობელმა შეიმუშავა.

კანონპროექტი ხელოვნური ზეინტელექტის უსაფრთხოების შესახებ კრძალავს დიდ ბრიტანეთში ზეინტელექტუალური ხელოვნური ინტელექტის შემუშავებას.

ControlAI-ის მონაცემებით, ამ კამპანიას მხარი დაუჭირა უკვე 135-ზე მეტმა ბრიტანელმა პარლამენტარმა, სხვადასხვა პარტიიდან.განაგრძეთ კითხვა


მსგავსი