სიახლე

,,ლიკვიდირებულია ჰამასის ორი მეთაური” – ისრაელის თავდაცვის ძალები

მედიაცენტრი

ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, განხორციელებული ოპერაციის შედეგად „ჰამასის“ ორი მეთაური ლიკვიდირებულია. სამხედრო უწყების ცნობით, აღნიშნული მეთაურები უშუალოდ მონაწილეობდნენ 2023 წლის 7 ოქტომბრის თავდასხმაში, მებრძოლთა წვრთნასა და დაჯგუფებისთვის იარაღის წარმოებაში. ისრაელის არმიის განმარტებით, განადგურებული ლიდერები უშუალო საფრთხეს წარმოადგენდნენ, ამზადებდნენ ახალ ტერორისტულ თავდასხმებს ისრაელის მშვიდობიანი მოსახლეობისა და სამხედროების წინააღმდეგ და „ჰამასის“ საბრძოლო შესაძლებლობების აღდგენაზე მუშაობდნენ. „ლიკვიდირებულია „ჰამასის“ ორი მეთაური, რომლებიც უშუალო საფრთხეს წარმოადგენდნენ და ტერორისტულ თავდასხმებს ამზადებდნენ“, – აღნიშნულია ისრაელის თავდაცვის ძალების ოფიციალურ განცხადებაში. The post ,,ლიკვიდირებულია ჰამასის ორი მეთაური” – ისრაელის თავდაცვის ძალები appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.

პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის. გახსენი პირველწყარო.

მსგავსი