ლუკაშენკო მინსკში აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენელს შეხვდა
ბელარუსის საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი ჯონ კოული მინსკში ჩავიდა და ბელარუსის პრეზიდენტს, ალექსანდრ ლუკაშენკოს შეხვდა. ლუკაშენკომ შეხვედრისას აღნიშნა, რომ ბელარუსი ღიაა ვაშინგტონთან ნებისმიერი თემის განსახილველად, თუმცა მიღწეული შეთანხმებები მკაცრად უნდა შესრულდეს, რაზეც ამერიკელმა დიპლომატმა თანხმობა განაცხადა. ბელარუსის პრეზიდენტის თქმით, მხარეებმა ეკონომიკური ურთიერთობების მიმართულებით უკვე მიაღწიეს კონკრეტულ შეთანხმებებს, რომელთა მიმდინარეობის შესახებ ინფორმაცია შეხვედრაზე მიწვეულმა პრემიერ-მინისტრმა წარადგინა. ლუკაშენკომ ასევე დასძინა, რომ ამ ვიზიტს ყურადღებით აკვირდებიან როგორც ბელარუსის საზოგადოება, ისე მეზობელი ქვეყნები და საერთაშორისო ლიდერები. The post ლუკაშენკო მინსკში აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენელს შეხვდა appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →