სიახლე

“დღეს ხელისუფლება უკვე არსებითად არის არაჯანსაღი და მთლიანად გაბლანდულია ბოდვით კონსპირაციებში, შეთქმულების თეორიებსა და მტრების ძიებაში” – დავით ზურაბიშვილი

პარალელი

სააგენტო "პარალელი" “დღეს ხელისუფლება უკვე არსებითად არის არაჯანსაღი და მთლიანად გაბლანდულია ბოდვით კონსპირაციებში, შეთქმულების თეორიებსა და მტრების ძიებაში” – დავით ზურაბიშვილი ბოლოლოდროინდელ ფაქტებზე მინიშნებით კონკრეტულ შეფასებებს აკეთებს პოლიტიკის ექსპერტი დავით ზურაბიშვილი და მწვავე, მძიმე პოზიციას აფიქსირებს მმართველ გუნდთან მიმართებით: “თუკი გია ბარამიძის დაჭერა შესაძლებელია აიხსნას ამორალური და ანტისახელმწიფოებრივი, მაგრამ მაინც ლოგიკით, იქნება ეს მარგარიტა სიმონიანის დაცვის გამო უკმაყოფილების გადაფარვის მცდელობა თუ რუსების საამებელი რევერანსი, ახმეტელი ექიმის მაია კოხტაშვილის დაპატიმრება, რომელსაც მთელი რაიონი პატივს სცემს როგორც პროფესიონალს […] “დღეს ხელისუფლება უკვე არსებითად არის არაჯანსაღი და მთლიანად გაბლანდულია ბოდვით კონსპირაციებში, შეთქმულების თეორიებსა და მტრების ძიებაში” – დავით ზურაბიშვილი პარალელი

პირველწყარო →

სააგენტო "პარალელი"
“დღეს ხელისუფლება უკვე არსებითად არის არაჯანსაღი და მთლიანად გაბლანდულია ბოდვით კონსპირაციებში, შეთქმულების თეორიებსა და მტრების ძიებაში” – დავით ზურაბიშვილი

ბოლოლოდროინდელ ფაქტებზე მინიშნებით კონკრეტულ შეფასებებს აკეთებს პოლიტიკის ექსპერტი დავით ზურაბიშვილი და მწვავე, მძიმე პოზიციას აფიქსირებს მმართველ გუნდთან მიმართებით:

“თუკი გია ბარამიძის დაჭერა შესაძლებელია აიხსნას ამორალური და ანტისახელმწიფოებრივი, მაგრამ მაინც ლოგიკით, იქნება ეს მარგარიტა სიმონიანის დაცვის გამო უკმაყოფილების გადაფარვის მცდელობა თუ რუსების საამებელი რევერანსი, ახმეტელი ექიმის მაია კოხტაშვილის დაპატიმრება, რომელსაც მთელი რაიონი პატივს სცემს როგორც პროფესიონალს და გულისხმიერ ადამიანს, თანაც აშკარად ნასედკის მეშვეობით პროვოცირებული და თითიდან გამოწოვილი “დანაშაულის” გამო, ერთი შეხედვით არანაირ ლოგიკაში არ ჯდება. ვერც პუტინის გულს მოიგებენ ამით, ვერც სი ძიპინის, ვერც ტრამპთან დალაგდებიან და საერთოდ არანაირ საფრთხეს ხელისუფლებისთვის ეს ადამიანი მოცემულ მომენტში არ წარმოადგენდა და მისი დაპატიმრებით ხელისუფლებამ მთლიანად წამგებიან მდგომარეობაში ჩაიგდო თავი.

მაგრამ ეს ყველაფერი ერთი შეხედვით.

საქმე ის გახლავთ, რომ ბიძინა ივანიშვილის მმართველობამ უკვე გადალახა ის ზღვარი, როდესაც ხელისუფლების ქმედება ასე თუ ისე ექვემდებარება საღ და რაციონალურ ლოგიკას. დღეს ხელისუფლება უკვე ეგზისტენციურად ანუ არსებითად არის არაჯანსაღი და მთლიანად გაბლანდულია ბოდვით კონსპირაციებში, შეთქმულების თეორიებსა და მტრების ძიებაში. ასეთი ხელისუფლება თუ მტერს ვერ პოულობს, ის მას იგონებს ან ქმნის.

ასეთია უკონტროლო ძალაუფლების ბუნება. საბოლოო ჯამში ის ყოველთვის მიდის არა მარტო სხვების, არამედ საკუთარი თავის საზიანო ქმედებამდე და ეს ბაცილა ვრცელდება მთელ სახელისუფლო ვერტიკალზე, ამიტომ მაია კოხტაშვილის ეპიზოდი სამწუხაროდ არც გამონაკლისია და არც ბოლო შემთხვევა. ასეთი უაზრო სისასტიკეები კიდევ იქნება და იქნება მანამ, სანამ ეს ხელისუფლება არ შეიცვლება“, – წერს დავით ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში.

ინფორმაციისთვის:
– აფხაზეთის ომის დროს ტყვეების გაცვლასთან დაკავშირებით გია ბარამიძის მიერ გაკეთებული განცხადების გამო საქმისწარმოება დაიწყო საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ და სამშობლოს ღალატის, კერძოდ საბოტაჟის ბრალდებით, სასამართლოს განჩინების საფუძველზე ა.წ. 11 სექტემბერს დააკავა;
– რუსი პროპაგანდისტების მიერ ერეკლე მეფესა და საქართველოსთან მიმართებით გამოთქმულ დამაკნინებელ/შეურაცმყოფელ შეფასებაზე ქართველი ბლოგერისა და სამოქალაქო აქტივისტის, თორნიკე რაზმაძის მიერ სოციალურ ქსელში დაწერილი მძიმე კომენტარის გამო მის წინააღმდეგ შსს-მ ადმინისტრაციული საქმისწარმოება დაიწყო;
– ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ახმეტაში დააკავეს ექიმი-ნევროლოგ მაია კოხტაშვილი. გავრცელებული ინფორმაციით ექიმს მოუწყვეს პროვოკაცია, კერძოდ ერთი ადამიანი მას გაეცნო როგორც ლოგინად ჩავარდნილი და გაუსაძლისი ტკივილის მქონე ავადმყოფის ოჯახის წევრი და მისთვის ფსიქოტროპული პრეპარატის გამოწერა სთხოვა, რაზეც დაეთანხმა ექიმი.
სასამართლომ მაია კოხტაშვილს აღკვეთი ღონისძიების სახედ 50 ათასი ლარი საპატიმრო-გირაოს შეუფარდა. აღნიშნული თანხა ექიმის ახლობლებმა, მეგობრებმა, მხარდამჭერებმა 1 საათის განმავლობაში შეაგროვეს.

“დღეს ხელისუფლება უკვე არსებითად არის არაჯანსაღი და მთლიანად გაბლანდულია ბოდვით კონსპირაციებში, შეთქმულების თეორიებსა და მტრების ძიებაში” – დავით ზურაბიშვილი
პარალელი


მსგავსი