სიახლე

გიტანას ნაუსედამ ნატო-ს მიერ რუსული დრონის განადგურების ფაქტი დაადასტურა

მედიაცენტრი

ლიეტუვის პრეზიდენტმა გიტანას ნაუსედამ დაადასტურა, რომ ქვეყნის საჰაერო სივრცეში ნატოს გამანადგურებლის მიერ ჩამოგდებული უპილოტო საფრენი აპარატი რუსული გერბერას ტიპის დრონი იყო. შემთხვევა 15 სექტემბერს მოხდა. პრეზიდენტის განცხადებით, დრონი სავარაუდოდ უკრაინის წინააღმდეგ იყო მიმართული, თუმცა რადიოელექტრონული ბრძოლის საშუალებების ზემოქმედების შედეგად კურსი შეიცვალა. „ამ ეტაპზე, არსებული ინფორმაციით, ეს იყო „გერბერას“ ტიპის დრონი“, – განაცხადა გიტანას ნაუსედამ. დრონი ლიეტუვის საჰაერო სივრცეში ბელარუსის ტერიტორიიდან შევიდა და ქვეყნის ცენტრალურ ნაწილში, ქალაქ კაუნასის ჩრდილოეთით, სოფელ პრატკუნაის მახლობლად ჩამოაგდეს. ოპერაცია ნატოს მისიაში ჩართულმა იტალიურმა ავიაგამანადგურებელმა განახორციელა. The post გიტანას ნაუსედამ ნატო-ს მიერ რუსული დრონის განადგურების ფაქტი დაადასტურა appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.

პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის. გახსენი პირველწყარო.

მსგავსი