სიახლე

უკრაინამ და რუსეთმა დაღუპული სამხედროების ცხედრები გაცვალეს

მედიაცენტრი

უკრაინის სამხედრო ტყვეებთან მოპყრობის საკოორდინაციო შტაბის ინფორმაციით, უკრაინულმა მხარემ 252 ცხედარი მიიღო, რომლებიც, რუსული მხარის მტკიცებით, უკრაინელ სამხედროებს ეკუთვნის. თავის მხრივ, უკრაინამ რუსეთს 23 დაღუპულის ნეშტი გადასცა. გაცვლის პროცესი ბელარუსისა და უკრაინის საზღვარზე, საკონტროლო-გამშვებ პუნქტ „ნოვაია გუტასთან“ შედგა. უკრაინული მხარე ხაზს უსვამს, რომ ყოველი გადაცემის შემდეგ ნეშტებს ექსპერტიზა და დამოუკიდებელი იდენტიფიცირების პროცედურები უტარდება. 2026 წლის დასაწყისიდან მხარეებს შორის დაღუპულთა ცხედრების გაცვლა უკვე რვაჯერ განხორციელდა. 17 სექტემბრის მონაცემებით, რუსეთმა უკრაინას ჯამში 5064 ცხედარი გადასცა, ხოლო უკრაინამ რუსეთს – 266. The post უკრაინამ და რუსეთმა დაღუპული სამხედროების ცხედრები გაცვალეს appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.

პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის. გახსენი პირველწყარო.

მსგავსი