სერბეთის პრეზიდენტი ზელენსკის მიწვევით უკრაინას ეწვია
სერბეთის პრეზიდენტი ალექსანდრ ვუჩიჩი უკრაინაში ჩავიდა. იგი პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მიწვევით ივანო-ფრანკოვსკის ოლქში დაგეგმილ „კარპატების ინტეგრაციის ინიციატივის“ მაღალი დონის შეხვედრას დაესწრება. ვუჩიჩის განცხადებით, აღნიშნული პროექტი კარპატების რეგიონის ქვეყნებს შორის ეკონომიკური, სატრანსპორტო და ინფრასტრუქტურული კავშირების გაძლიერებას ისახავს მიზნად. მისი შეფასებით, სერბეთს პარტნიორებისთვის, მათ შორის უკრაინისთვის, პოლონეთისთვის, რუმინეთისა და უნგრეთისთვის, ბევრი რამის შეთავაზება შეუძლია – რკინიგზებიდან და გზატკეცილებიდან დაწყებული, უფრო ღია საზღვრებითა და სოფლის მეურნეობაში თანამშრომლობით დამთავრებული. „ეს არის მნიშვნელოვანი პროექტი, რომელიც მიზნად ისახავს კარპატების რეგიონის ქვეყნებს შორის ეკონომიკური, სატრანსპორტო და ინფრასტრუქტურული კავშირის უზრუნველყოფას. ამ ყველაფერს ვაკეთებ იმისათვის, რომ გავაგრძელო სტაბილურობისა და… The post სერბეთის პრეზიდენტი ზელენსკის მიწვევით უკრაინას ეწვია appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →