სიახლე

ძალიან მნიშვნელოვანი გაფრთხილება „კრისტალურ მეტადონთან“ დაკავშირებით!!!! – ზურა სიხარულიძე

MegaTV

ზურა სიხარულიძე: ძალიან მნიშვნელოვანი გაფრთხილება „კრისტალურ მეტადონთან“ დაკავშირებით!!!! ბოლო პერიოდში ჩემამდე მოვიდა ინფორმაცია და მომართა პაცენტებმა რამდენიმე მძიმე შემთხვევის შესახებ, მათ შორის ზედოზირების და თრომბოზული/თრომბოფლებიტური გართულებების შესახებ, რომლებიც სავარაუდოდ დაკავშირებულია ქუჩაში გავრცელებული ე.წ. „კრისტალური მეტადონის“ ინტრავენურ გამოყენებასთან. აქ ძალიან მნიშვნელოვანი რამ უნდა ვიცოდეთ: „კრისტალური მეტადონი“ არ უნდა გავაიგივოთ პროგრამულ, ფარმაცევტულ მეტადონთან. საერთაშორისო წყაროებში „street methadone“ […]

პირველწყარო →

ზურა სიხარულიძე: ⚠️ ძალიან მნიშვნელოვანი გაფრთხილება „კრისტალურ მეტადონთან“ დაკავშირებით!!!!

ბოლო პერიოდში ჩემამდე მოვიდა ინფორმაცია და მომართა პაცენტებმა რამდენიმე მძიმე შემთხვევის შესახებ, მათ შორის ზედოზირების და თრომბოზული/თრომბოფლებიტური გართულებების შესახებ, რომლებიც სავარაუდოდ დაკავშირებულია ქუჩაში გავრცელებული ე.წ. „კრისტალური მეტადონის“ ინტრავენურ გამოყენებასთან.
აქ ძალიან მნიშვნელოვანი რამ უნდა ვიცოდეთ:
„კრისტალური მეტადონი“ არ უნდა გავაიგივოთ პროგრამულ, ფარმაცევტულ მეტადონთან. საერთაშორისო წყაროებში „street methadone“ აღწერილია როგორც არალეგალურად წარმოებული პროდუქტი, რომელიც შეიძლება ფხვნილის ან კრისტალური ფორმით იყოს და ინექციურად გამოიყენებოდეს. მისი ზუსტი შემადგენლობა და სისუფთავე ხშირად უცნობია.
მით უფრო საშიშია ის, რომ ასეთი პროდუქტის ხსნარში შეიძლება დარჩეს უხსნადი ნაწილაკები ან სხვა მინარევები. მათი ვენაში მოხვედრამ შეიძლება გამოიწვიოს ვენის ანთება და თრომბოფლებიტი, მიკროემბოლიზაცია და სისხლძარღვების დაზიანება. მსგავსი გართულებები აღწერილია მეტადონის ტაბლეტებისა და სხვა ორალური ოპიოიდური პრეპარატების ინტრავენური გამოყენების შემთხვევებში.
ამიტომ განსაკუთრებული გაფრთხილება მათ, ვინც ფიქრობს, რომ „კრისტალური მეტადონი უბრალოდ მეტადონია სხვა ფორმით“:
არა — ქუჩის პროდუქტის შემთხვევაში თქვენ არ იცით ზუსტად რას იკეთებთ ვენაში.
ფიფქის, კრისტალის ან ნალექის წარმოქმნა არ ნიშნავს, რომ ნივთიერება უსაფრთხოა ან სუფთაა. პირიქით, ხსნარში ხილული ნაწილაკების არსებობა ინტრავენური გამოყენებისას განსაკუთრებით საგანგაშოა.
თუ უკვე გაკეთებულია ინექცია და განვითარდა ძლიერი ტკივილი, შეშუპება, სიწითლე ვენის გასწვრივ, კიდურის გაციება/გალურჯება, ქოშინი, გულმკერდის ტკივილი, დაბნეულობა ან გონების დაკარგვა — ეს არის გადაუდებელი მდგომარეობა და საჭიროა სასწრაფო სამედიცინო დახმარება.

და კიდევ ერთხელ: ზედოზირების შემთხვევაში — ნალოქსონი და 112″ – წერს ზურა სიხარულიძე.


მსგავსი