საგარეო უწყება ცხინვალის რეგიონში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას ეხმაურება
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი, უწყება ე.წ. არჩევნებს გმობს და აღნიშნავს, რომ მისი ჩატარება ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ ნორმებსა და პრინციპებს. „საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში 2026 წლის 18 სექტემბერს ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს. აღნიშნული ე.წ. არჩევნების ჩატარება ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ ნორმებსა და პრინციპებს. იგი ვერ მიანიჭებს ლეგიტიმაციას საოკუპაციო რეჟიმს და ვერ შეცვლის ცხინვალის რეგიონის, როგორც საქართველოს განუყოფელი ნაწილის, საერთაშორისო-სამართლებრივ სტატუსს” – ნათქვამია ინფორმაციაში. სამინისტროს განცხადებით, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ნებისმიერი ე.წ. არჩევნების ჩატარება რუსეთის… The post საგარეო უწყება ცხინვალის რეგიონში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას ეხმაურება appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →