სიახლე

საუდის არაბეთში, ერ-რიადის აეროპორტთან ხანძარი გაჩნდა

მედიაცენტრი

საუდის არაბეთში, ერ-რიადის აეროპორტთან ხანძარი გაჩნდა. Reuters-ის ინფორმაციით, საუდის არაბეთის დედაქალაქში აფეთქებების ხმა ისმოდა, ხოლო მოგვიანებით, ერ-რიადის აეროპორტის მახლობლად კვამლი დააფიქირეს. მანამდე, საუდის არაბეთმა ერ-რიადის გარშემო მოსალოდნელი საფრთხის შესახებ გაფრთხილება გაავრცელა. როგორც მედია წერს, ეს ერ-რიადის გარშემო გამაფრთხილებელი სიგნალის გავრცელების პირველი შემთხვევაა მას შემდეგ, რაც ივლისში იემენელმა „ჰუსიტებმა“ საუდის არაბეთის წინააღმდეგ იერიშები განაახლეს. „ჰუსიტების“ სამხედრო პრესსპიკერმა, იაჰია სარიამ განაცხადა, რომ პარასკევს იემენის დედაქალაქ სანაში საუდის არაბეთის თავდასხმის მცდელობები აღკვეთეს. The post საუდის არაბეთში, ერ-რიადის აეროპორტთან ხანძარი გაჩნდა appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.

პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის. გახსენი პირველწყარო.

მსგავსი