სიახლე

,,ჰორმუზის სრუტე დაკეტილი დარჩება, ვიდრე ირანის პირობები არ შესრულდება” – ირანის პარლამენტის სპიკერი

მედიაცენტრი

ირანის პარლამენტის სპიკერმა, მოჰამედ ბაღერ ღალიბაფმა განაცხადა, რომ ჰორმუზის სრუტე დაკეტილი დარჩება, ვიდრე ირანის პირობები არ შესრულდება. ღალიბაფმა ირანის პოზიციებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ისინი „სრულიად მკაფიო და გონივრულია. მისი თქმით, ირანის გზავნილები და პირობები მეორე მხარეს შუამავლების მეშვეობით გადაეცა. „ვიდრე ეს პირობები არ შესრულდება, სანამ ირანელი ერის განუყოფელი უფლებები აღიარებული არ იქნება და ამერიკელები ვალდებულებებს არ შეასრულებენ, მოლაპარაკებების წინა ფორმატში დაბრუნება და ჰორმუზის სრუტის გახსნა შეუძლებელი იქნება“, – განმარტა მოჰამედ ბაღერ ღალიბაფმა. The post ,,ჰორმუზის სრუტე დაკეტილი დარჩება, ვიდრე ირანის პირობები არ შესრულდება” – ირანის პარლამენტის სპიკერი appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.

პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის. გახსენი პირველწყარო.

მსგავსი