“დეზერტირების ბაზრობასთან“ გარემოვაჭრეები აქციას მართავენ
თბილისში, „დეზერტირების ბაზრობის“ მიმდებარედ გარემოვაჭრეებმა გზა გადაკეტეს. მოვაჭრეები ტერიტორიაზე ახალი ორსართულიანი სავაჭრო ცენტრის მშენებლობასა და სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყებას აპროტესტებენ. მოვაჭრეების განცხადებით, მათ ერთადერთ საარსებო წყაროს ართმევენ, რის გამოც ადგილზე თბილისის მერიის წარმომადგენლების მიყვანას მოითხოვენ. არქიტექტურის სამსახურის მიერ სამშენებლო ნებართვა უკვე გაცემულია. თავის მხრივ, შპს „თბილისი მოლმა“ 14 სექტემბერს გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ ტერიტორიაზე არსებული მძიმე სანიტარიულ-ჰიგიენური ვითარებისა და ამორტიზებული საკანალიზაციო სისტემების გამო გადაუდებელი აღდგენითი სამუშაოები იწყება. კომპანიის განმარტებით, შექმნილი ავარიული სიტუაცია საფრთხეს უქმნის საზოგადოებრივ ჯანმრთელობას, თუმცა გარემოვაჭრეებს მიაჩნიათ, რომ რეაბილიტაცია მხოლოდ ბაზრობის დახურვის საბაბია. აქციის მსვლელობისას პოლიციამ მონაწილეები გზის სავალი… The post “დეზერტირების ბაზრობასთან“ გარემოვაჭრეები აქციას მართავენ appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →