სიახლე

სამეფო გვიმრა (Osmunda regalis L.) – ჩვენი ველური ბუნების ერთ-ერთი უძველესი ბინადარია

პარალელი

სააგენტო "პარალელი" სამეფო გვიმრა (Osmunda regalis L.) – ჩვენი ველური ბუნების ერთ-ერთი უძველესი ბინადარია ველური ბუნების ეროვნული სააგენტო საქართველოს ფლორის შესახებ საინტერესო მასალების გამოქვეყნებას აგრძელებს, ამჯერად გაეცანით საინტერესო ფაქტებს სამეფო გვიმრაზე (Osmunda regalis L.): 🌿 იცით თუ არა, რომ საქართველოს ფლორა 180 მილიონი წლის ისტორიის მქონე მცენარე მოიცავს? სამეფო გვიმრა (Osmunda regalis L.) ჩვენი ველური ბუნების ერთ-ერთი უძველესი ბინადარია. ამ შთამბეჭდავი რელიქტური სახეობის მრავალსაუკუნოვან წარსულს არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილი […] სამეფო გვიმრა (Osmunda regalis L.) – ჩვენი ველური ბუნების ერთ-ერთი უძველესი ბინადარია პარალელი

პირველწყარო →

სააგენტო "პარალელი"
სამეფო გვიმრა (Osmunda regalis L.) – ჩვენი ველური ბუნების ერთ-ერთი უძველესი ბინადარია

ველური ბუნების ეროვნული სააგენტო საქართველოს ფლორის შესახებ საინტერესო მასალების გამოქვეყნებას აგრძელებს, ამჯერად გაეცანით საინტერესო ფაქტებს სამეფო გვიმრაზე (Osmunda regalis L.):

🌿 იცით თუ არა, რომ საქართველოს ფლორა 180 მილიონი წლის ისტორიის მქონე მცენარე მოიცავს?

სამეფო გვიმრა (Osmunda regalis L.) ჩვენი ველური ბუნების ერთ-ერთი უძველესი ბინადარია. ამ შთამბეჭდავი რელიქტური სახეობის მრავალსაუკუნოვან წარსულს არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილი ნამარხებიც ადასტურებს.

სხვა გვიმრებისგან განსხვავებით, მისი სორუსები (სპორანგიუმები) ცენტრალური ფოთლების წვეროზე ვითარდება. მომწიფებისას ისინი ოქროსფერ-ყვითელ ელფერს იღებენ, ყვავილოვან თანაყვავილედს ემსგავსებიან და მცენარეს სამეფო იერსახეს სძენენ.

იზრდება 2 მეტრამდე სიმაღლის, აქვს უხვად დატოტვილი, მუქი მწვანე, დიდი ზომის დეკორატიული ფოთლები. ველურ ბუნებაში ძირითადად ჭაობებსა და წყალსატევების ნაპირებზე გვხვდება.

სამეფო გვიმრა (Osmunda regalis L.) – ჩვენი ველური ბუნების ერთ-ერთი უძველესი ბინადარია
პარალელი


მსგავსი