მედიის ბოიკოტის საპასუხოდ თეთრმა სახლმა Trump TV აამოქმედა
ამერიკის შეერთებული შტატების უმსხვილესმა ტელეკომპანიებმა, FOX News Media-მ, ABC News-მა, CBS News-მა, CNN-მა და NBC News-მა განაცხადეს, რომ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მონაწილეობით გამართული ღონისძიებების გაშუქებას ბოიკოტს უცხადებენ. მედიასაშუალებების განმარტებით, ეს ნაბიჯი იმ კოლეგებისადმი სოლიდარობის გამოხატვაა, რომლებსაც ადმინისტრაციამ თეთრ სახლში შესვლა აუკრძალა. პასუხად, თეთრმა სახლმა ონლაინპლატფორმა Trump TV გაუშვა, რომელიც ადმინისტრაციის საქმიანობასა და ღონისძიებებს 24-საათიან რეჟიმში გადასცემს. „მიიღეთ განახლებები რეალურ დროში და პირდაპირი ტრანსლაციები უშუალოდ თქვენს ტელეფონზე ზედმეტი ხმაურის გარეშე. მხოლოდ ყველაზე მნიშვნელოვანი სიახლეები – პირდაპირ ტრამპის ადმინისტრაციისგან“, – აღნიშნულია თეთრი სახლის განცხადებაში. The post მედიის ბოიკოტის საპასუხოდ თეთრმა სახლმა Trump TV აამოქმედა appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →