სურსათის ეროვნული სააგენტო თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებს ამოწმებს
თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში აღსაზრდელთა შორის ნოროვირუსით გამოწვეულ გასტროენტერიტით მიმდინარე შემთხვევებთან დაკავშირებით სურსათის ეროვნული სააგენტო კომპლექსურ მოკვლევას აგრძელებს. ინსპექტირების ჯგუფები შემოწმებას ატარებენ როგორც საბავშვო ბაღების კვების ბლოკებში, ისე სურსათის მწარმოებელ და მიმწოდებელ კომპანიებში. ,,ამ დროისთვის შემოწმებულია 70 ობიექტი, მათ შორის ქალაქ თბილისის 48 საჯარო ბაგა-ბაღი, ხორცის საწარმო და რძის პროდუქტების საწყობი. ლაბორატორიული კვლევისთვის აღებულია სხვადასხვა დასახელების სურსათისა და სასმელი წყლის 502 ნიმუში. ამ ეტაპზე, სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე, ჩატარებული ლაბორატორიული კვლევების შედეგად, 39 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა. დანარჩენ ნიმუშებში კვლევა გრძელდება. კვლევის შედეგები ეტაპობრივად გახდება ცნობილი” – ნათქვამია ინფორმაციაში. The post სურსათის ეროვნული სააგენტო თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებს ამოწმებს appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →