სიახლე

უკრაინამ სამარასა და უფაში ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს დაარტყა

მედიაცენტრი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, უკრაინულმა ძალებმა რუსეთის ტერიტორიაზე, სამარასა და უფაში მდებარე ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე წარმატებული იერიში მიიტანეს. თავდასხმების შედეგად ორივე ობიექტზე ხანძარი გაჩნდა. გენშტაბის ინფორმაციით, დრონებით განხორციელებული დარტყმების შედეგად ცეცხლი გაუჩნდა სამარაში მდებარე კუიბიშევის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანასა და უფაში მდებარე „ბაშნეფტის“ საწარმოს. უწყების განმარტებით, ერთობლივი ოპერაცია სპეციალური ოპერაციების ძალებმა, უპილოტო სისტემების ძალებმა და დაზვერვის მთავარმა სამმართველომ განახორციელეს. The post უკრაინამ სამარასა და უფაში ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს დაარტყა appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.

პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის. გახსენი პირველწყარო.

მსგავსი