მთავრობის გადაწყვეტილებით, ყურძნის ჩასაბარებელი ფასები შეიცვალა
ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის, ლევან მეხუზლას განცხადებით, მთავრობასთან და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრ დავით სონღულაშვილთან კონსულტაციების შედეგად, ყურძნის ჩასაბარებელ ფასებში ცვლილება შევიდა. გადაწყვეტილება უხვი ნალექისა და ყურძნის დაბალი შაქრიანობის გათვალისწინებით მიიღეს. ახალი რეგულაციით, მაღალკონდიციური საფერავი 20 გრადუსიდან 1.50 ლარი ეღირება, ხოლო რქაწითელი და სხვა ჯიშები 19 გრადუსიდან – 1.30 ლარი. დაბალკონდიციური ყურძნის შემთხვევაში: 16-დან 20 გრადუსამდე საფერავის ფასი 1 ლარით, ხოლო 16-დან 19 გრადუსამდე რქაწითელისა – 90 თეთრით განისაზღვრა. 16 გრადუსამდე არაკონდიციური ყურძნის შესყიდვა მევენახეთა მხარდასაჭერად გამონაკლისის სახით 50 თეთრად (ჰიბრიდი – 30 თეთრი) მოხდება. იმ ფერმერებს, რომლებმაც… The post მთავრობის გადაწყვეტილებით, ყურძნის ჩასაბარებელი ფასები შეიცვალა appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →