,,იმნაძე-ბერუაშვილის ტელეფონებიდან მონაცემები წაშლილი იყო” – პროკურორი
მასწავლებელ გიგა ავალიანის საქმეზე ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების წაქეზებაში ბრალდებული ნია იმნაძისა და დანაშაულის შეუტყობინებლობაში ბრალდებული ანასტასია ბერუაშვილის საქმეზე პროკურორმა ქეთევან სონიძემ მორიგი განცხადება გააკეთა. პროკურორის თქმით, არცერთი ბრალდებული დანაშაულს არ აღიარებს. ბრალდების მხარის განმარტებით, იმნაძისა და ბერუაშვილის მობილური ტელეფონებიდან საინტერესო მონაცემები წაშლილი დახვდათ, თუმცა საქმეში უკვე მსჯავრდებული პირების ტელეფონებში შემორჩენილი ინფორმაცია საკმარისი აღმოჩნდა კონკრეტული დასკვნების გასაკეთებლად. პროკურორმა ასევე აღნიშნა, რომ მოწმეთა სიაში შეყვანილი ჰყავთ უკვე გასამართლებული პირებიც, თუმცა ისარგებლებენ თუ არა ისინი დუმილის უფლებით, ჯერ უცნობია. ამასთან, სასამართლომ არ დააკმაყოფილა დაცვის მხარის შუამდგომლობა ახალი ფორმალური განჩინებების მტკიცებულებად დართვის… The post ,,იმნაძე-ბერუაშვილის ტელეფონებიდან მონაცემები წაშლილი იყო” – პროკურორი appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →