,,რუსეთ-უკრაინის შეთანხმებას იმაზე სწრაფად მივაღწევთ, ვიდრე ხალხს ჰგონია” – ტრამპი
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გაერო-ში სიტყვით გამოსვლისას რუსეთსა და უკრაინას შორის მიმდინარე ომის დასრულების აუცილებლობაზე ისაუბრა. „ჩვენ ძალიან მჭიდროდ ვმუშაობთ რუსეთისა და უკრაინის ლიდერებთან და ამ საქმეს მივიყვანთ ბოლომდე. ეს მოხდება, ვფიქრობ, იმაზე სწრაფად, ვიდრე ხალხს ჰგონია. ვაგრძელებთ რუსეთსა და უკრაინას შორის კატასტროფული ომის დასრულების გზების ძიებას, რომელიც, როგორც აღვნიშნე, ყოველთვიურად ათასობით და ათასობით ადამიანს კლავს. გასულ კვირას, სენატორ ლინდსი გრემის პატივსაცემად, ხელი მოვაწერე კონგრესის მიერ მიღებულ ახალ ძლიერ კანონს, რომელიც უზარმაზარ ახალ სატარიფო უფლებამოსილებებს მანიჭებს და, თუ საჭირო გახდა, მომიწევს მათი გამოყენება. დროა, მკვლელობები შეწყდეს“,- განაცხადა ტრამპმა. The post ,,რუსეთ-უკრაინის შეთანხმებას იმაზე სწრაფად მივაღწევთ, ვიდრე ხალხს ჰგონია” – ტრამპი appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →