სიახლე

ადვოკატის ცნობით დავით მიქაძე დაკავებული არ არის

მედიაცენტრი

ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის შეკვეთითა და ანგარებით მკვლელობაში მსჯავრდებული დავით მიქაძე დაკავებული არ არის, ამის შეახებ მიქაძის ადვოკატმა, შორენა მიქაბაძემ განაცხადა. ადვოკატის განმარტებით, მას მსჯავრდებულთან კომუნიკაცია ჰქონდა და გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. „დავით მიქაძე დაკავებული არ არის. არათუ დაკავებას, ინციდენტსაც კი არ ჰქონია ადგილი“, – აღნიშნა შორენა მიქაბაძემ. რამდენიმე დღის წინ მოკლული ბიზნესმენის ოჯახის ადვოკატმა, ტარიელ კაკაბაძემ გაავრცელა ინფორმაცია, რომ უვადო პატიმრობამისიჯილი მიქაძე საფრანგეთში დააკავეს. დავით მიქაძეზე ინტერპოლით ძებნაა გამოცხადებული. The post ადვოკატის ცნობით დავით მიქაძე დაკავებული არ არის appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.

პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის. გახსენი პირველწყარო.

მსგავსი