სიახლე

„ომი მოლაპარაკებებით დასრულდება და არა სამხედრო გამარჯვებით” – მარკო რუბიო

მედიაცენტრი

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს განცხადებით, რუსეთსა და უკრაინას შორის ენერგეტიკულ ობიექტებზე იერიშების შეჩერების შესახებ შეთანხმება ამ ეტაპზე არ არსებობს. მან აღნიშნა, რომ ომის დასრულება სრულიად ლოგიკური ნაბიჯი იქნებოდა, რადგან ის ორივე მხარისთვის საზიანოა. რუბიოს შეფასებით, მიმდინარე კონფლიქტი რომელიმე მხარის გადამწყვეტი სამხედრო გამარჯვებით არ დასრულდება და პროცესი აუცილებლად მოლაპარაკებების მაგიდასთან გადაწყდება. „რაც უფრო მალე მოხდება ეს, მით ნაკლები ადამიანი დაიღუპება და ნაკლები ნგრევა იქნება“, – აღნიშნა სახელმწიფო მდივანმა. მისივე განმარტებით, სწორედ ამიტომ განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, რომ ვაშინგტონი მზადაა, დაპირისპირებულ მხარეებს შორის ხიდი გადოს და ვითარებაზე დადებითი გავლენა მოახდინოს.… The post „ომი მოლაპარაკებებით დასრულდება და არა სამხედრო გამარჯვებით” – მარკო რუბიო appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.

პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის. გახსენი პირველწყარო.

მსგავსი