სიახლე

სანქცია-ჯარიმებიდან ბიუჯეტი 404.8 მლნ ლარით შეივსო – ზრდა 48.5%-ია

MegaTV

2026 წლის იანვარ-აგვისტოში ჯარიმებიდან და სანქციებიდან ბიუჯეტში შესული თანხა წლიურად 48.5%-ით (132.3 მლნ ლარით), მხოლოდ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევებზე გამოწერილი ჯარიმებიდან კი 13.2%-ით (20.8 მლნ ლარით) გაიზარდა. უფრო კონკრეტულად, საქართველოს ნაერთი ბიუჯეტის შემოსულობების (კონსოლიდაციის გარეშე) მიხედვით, წელს 8 თვეში სანქციებიდან, საურავებიდან და ჯარიმებიდან მიღებულმა შემოსავალმა 404 833 865 ლარი შეადგინა, მაშინ, როცა 2025 წლის იანვარ-ივლისში […]

პირველწყარო →

2026 წლის იანვარ-აგვისტოში ჯარიმებიდან და სანქციებიდან ბიუჯეტში შესული თანხა წლიურად 48.5%-ით (132.3 მლნ ლარით), მხოლოდ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევებზე გამოწერილი ჯარიმებიდან კი 13.2%-ით (20.8 მლნ ლარით) გაიზარდა.

უფრო კონკრეტულად, საქართველოს ნაერთი ბიუჯეტის შემოსულობების (კონსოლიდაციის გარეშე) მიხედვით, წელს 8 თვეში სანქციებიდან, საურავებიდან და ჯარიმებიდან მიღებულმა შემოსავალმა 404 833 865 ლარი შეადგინა, მაშინ, როცა 2025 წლის იანვარ-ივლისში ეს მაჩვენებელი 272 513 866 ლარი იყო.

მონაცემების მიხედვით, 2026 წლის 8 თვეში ბიუჯეტში შესული 404.8 მლნ ლარიდან 326.578 მლნ ლარზე მეტი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე გამოწერილ ჯარიმებზე მოდის. შედარებისთვის, წინა წლის იგივე პერიოდში ამავე მუხლით, ბიუჯეტში 223.151 მლნ ლარი შევიდა.

ამასთან, გაზრდილია ზოგადად საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის ბიუჯეტში შესული თანხის მოცულობაც. კერძოდ, ფინანსთა სამინისტროს მონაცემებით, წელს იანვარ-აგვისტოში საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის გამოწერილი ჯარიმებიდან ხაზინაში 178 053 978 ლარი შევიდა, 2025 წლის იგივე პერიოდში – 157 246 637 ლარი.

მსგავსი