ლევილის მამულში ქართული ვაზი გააშენეს — Cnoba

მედიაცენტრი სიახლე 01 Mar 2026, 18:46

საფრანგეთში მდებარე ლევილის ქართველთა მამულში ქართული ვაზი გააშენეს. მთლიანი ფართობი, სადაც ვაზი დაირგო, 1 000 კვ.მ-ია. რაც შეეხება ჯიშებს, ეს არის რქაწითელი და საფერავი. საქართველო, როგორც ღვინის სამშობლო, ლევილის მამულშიც ქართულ ფესვებსა და კულტურას წარმოაჩენს. როგორც კულტურის სამინისტროში განმარტავენ, ვენახს საფრანგეთში ქართული კომპანია მოუვლის. „ლევილის მიწაზე გაშენებული ქართული ვაზი მამულს კიდევ უფრო გამოკვეთილ მნიშვნელობას სძენს ქართული კულტურის, საქართველოს მემკვიდრეობის შენარჩუნებისა და საქართველოსა და საფრანგეთს შორის თანამშრომლობის კუთხით“, – განმარტავენ უწყებაში. ლევილის მამული საქართველოს ოფიციალურად 2016 წლის 23 სექტემბერს გადაეცა. 1922 წლის 24 ივნისს კი მამული ემიგრაციაში მყოფმა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ორმა წარმომადგენელმა… The post ლევილის მამულში ქართული ვაზი გააშენეს appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.

სრული ტექსტი არქივში არაა ხელმისაწვდომი (ან წყარო არ არის ავტორიზებული). გამოიყენე ღილაკი „იხილე პირველწყარო“.

რელევანტური