ნავთობპროდუქტების ექსპორტი რეკორდულად, 3224%-ით დაიზარდა — Cnoba

Alia სიახლე 19 Feb 2026, 09:35

საქართველოს ეროვნული სტატისტიკის სამსახურის მონაცემებზე დაყრდონით, გამოცემა bm.ge წერს, რომ იანვარში, ადგილობრივად წარმოებული პროდუქტის ექსპორტი 68.1%-ით, 312.8 მლნ დოლარამდე გაიზარდა, რაც მთლიანი ექსპორტის 65.1%-ია. ექსპორტის ჯამურმა მოცულობამ 480.4 მლნ დოლარი შეადგინა, რაც 19%-ით მეტია გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე. ადგილობრივი ექსპორტის ზრდა ნავთობისა და ნავთობპროდუქტების ექსპორტის რეკორდულმა მატებამ განაპირობა. მიმდინარე წლის იანვარში საქართველოში წარმოებული ნავთობპროდუქტების ექსპორტი 3 224%-ით გაიზარდა და 56 180 000 დოლარი […] The post ნავთობპროდუქტების ექსპორტი რეკორდულად, 3224%-ით დაიზარდა appeared first on .

საქართველოს ეროვნული სტატისტიკის სამსახურის მონაცემებზე დაყრდონით, გამოცემა bm.ge წერს, რომ იანვარში, ადგილობრივად წარმოებული პროდუქტის ექსპორტი 68.1%-ით, 312.8 მლნ დოლარამდე გაიზარდა, რაც მთლიანი ექსპორტის 65.1%-ია. ექსპორტის ჯამურმა მოცულობამ 480.4 მლნ დოლარი შეადგინა, რაც 19%-ით მეტია გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე.

ადგილობრივი ექსპორტის ზრდა ნავთობისა და ნავთობპროდუქტების ექსპორტის რეკორდულმა მატებამ განაპირობა. მიმდინარე წლის იანვარში საქართველოში წარმოებული ნავთობპროდუქტების ექსპორტი 3 224%-ით გაიზარდა და 56 180 000 დოლარი შეადგინა, რაც ადგილობრივი ექსპორტის 18%-ია.

ზრდა დაფიქსირდა ძვირფასი მადნებისა და კონცენტრატების, ფეროშენადნობების, სპილენძის მადნებისა და კონცენტრატების ექსპორტშიც.

კლებაა ღვინის და მინერალური წყლების გაყიდვებში.

2026 წლის იანვარში ათი უმსხვილესი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ადგილობრივ ექსპორტში 74.5% შეადგინა. ამ მხრივ, საექსპორტო ქვეყნების რეიტინგში ჩინეთი დაწინაურდა და მთლიან ადგილობრივ ექსპორტში 20.5%-იანი წილით და 64.1 მლნ დოლარის ექსპორტით პირველი ადგილი დაიკავა. ზრდა 294.7%-ია.

ადგილობრივი ექსპორტის მიხედვით, TOP-10 ქვეყნის რეიტინგი ასეთია:

The post ნავთობპროდუქტების ექსპორტი რეკორდულად, 3224%-ით დაიზარდა appeared first on .


რელევანტური