ირანმა ისრაელის წინააღმდეგ მორიგი სარაკეტო იერიში დაიწყო — Cnoba

მედიაცენტრი სიახლე 03 Mar 2026, 09:51

ირანმა ისრაელის მიმართულებით მორიგ ჯერზე ბალისტიკური რაკეტები გაუშვა. ინფორმაციას ისრაელური მედია ავრცელებს. ისრაელის ცენტრალურ ნაწილში განგაშის სიგნალი ამოქმედდა. გარდა ამისა, როგორც მედია იუწყება, ისრაელის სამხრეთით მდებარე ქალაქ ეილათში უპილოტო საფრენმა აპარატმა შეაღწია. ისრაელის თავდაცვის არმიის („ცაჰალის“) განცხადებით, რაკეტების ჩამოსაგდებად ამოქმედებულია ჰაერსაწინააღმდეგო სისტემა. ერთი რაკეტა გალილეაში ჩამოვარდა. მედიის თანახმად, მსუბუქად დაშავდა 64 წლის მამაკაცი. „ცაჰალის“ ინფორმაციით, რაკეტა ლიბანიდან იყო გაშვებული. The post ირანმა ისრაელის წინააღმდეგ მორიგი სარაკეტო იერიში დაიწყო appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.

სრული ტექსტი არქივში არაა ხელმისაწვდომი (ან წყარო არ არის ავტორიზებული). გამოიყენე ღილაკი „იხილე პირველწყარო“.

რელევანტური