“ირანთან ომი, შესაძლოა, 8 კვირას გაგრძელდეს”- ჰეგსტი — Cnoba
მედიაცენტრი
სიახლე
04 Mar 2026, 17:56
აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, პიტ ჰეგსეტმა ირანთან მიმდინარე სამხედრო კონფლიქტის ვადებზე ისაუბრა. მისი თქმით, ომი შეიძლება რვა კვირას გაგრძელდეს. „შეიძლება ითქვას ოთხი კვირა, მაგრამ ეს შეიძლება იყოს ექვსი, რვა ან სამი“, – განაცხადა თავდაცვის მდივანმა. „საბოლოო ჯამში, ტემპსა და რიტმს ჩვენ ვადგენთ“. ჰეგსეტის ეს სიტყვები მოჰყვა პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადრინდელ პროგნოზს, რომლის მიხედვითაც ოპერაცია Epic Fury (ეპიკური რისხვა) დაახლოებით 4-დან 5 კვირამდე უნდა გაგრძელებულიყო. თავდაცვის მდივნის განმარტებით, სამხედრო კამპანია გაგრძელდება მანამ, სანამ აშშ-ის ყველა სტრატეგიული მიზანი არ იქნება მიღწეული. The post “ირანთან ომი, შესაძლოა, 8 კვირას გაგრძელდეს”- ჰეგსტი appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
სრული ტექსტი არქივში არაა ხელმისაწვდომი (ან წყარო არ არის ავტორიზებული). გამოიყენე ღილაკი „იხილე პირველწყარო“.