ირანის ელჩი აზერბაიჯანის საგარეო უწყებაში დაიბარეს — Cnoba
მედიაცენტრი
სიახლე
05 Mar 2026, 09:07
აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ირანის ისლამური რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი მოჯტაბა დერმიჩილუ საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს, – ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. „ირანულ მხარეს მკაცრი პროტესტი გამოეცხადება და შესაბამისი საპროტესტო ნოტა წარედგინება“, – აღნიშნულია განცხადებაში. ცნობისთვის, მანამდე ცნობილი გახდა, რომ ირანმა ნახიჩევანზე დრონებით იერიში მიიტანა. გავრცელებული ინფორმაციით, ირანულმა დრონმა ნახიჩევანის აეროპორტს დაარტყა. ამასთან, დრონები ჩამოვარდა რამდენიმე სხვა ლოკაციაზეც მათ შორის ერთ-ერთ სკოლასთან ახლოს. The post ირანის ელჩი აზერბაიჯანის საგარეო უწყებაში დაიბარეს appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
სრული ტექსტი არქივში არაა ხელმისაწვდომი (ან წყარო არ არის ავტორიზებული). გამოიყენე ღილაკი „იხილე პირველწყარო“.