
თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ორგანიზაცია „სამოქალაქო იდეის“ დამფუძნებლი “ქართული ოცნების” ლიდერის, კახა კალაძის მიერ გაკეთებულ განცხადებას TV პირველის ეთერში ეხმუანება.
“კალაძის მუქარის არ მეშინია” – თქვა ხიდაშელმა დედაქალაქის მერის საპასუხოდ, რომელიც ითხოვს „სამოქალაქო იდეის“ დამფუძნებლის განცხადებით, შესაბამისი უწყებები დაინტერესდნენ.
მოვისმიმე მისი სიტყვბი, სადაც ის პირდაპირი მნიშვნელობით იმუქრება. [კახა კალაძე] მიმართავს სამართალდამაცვებს, რომ დაინტერესდნენ ჩემით, ბოლოში ისევ მიბრუნდება და ამბობს, რომ ამისთვის აუცილებლად პასუხისმგებლობა უნდა დადგეს. მის სიტყვებს ჩემთვსი არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, მთავარია მაყურებელმა იცოდეს, რაზე არის საუბარი და ასევე მან გასცეს პასუხი კითხვებს, რომელიც არის პრინციპულად მნიშვნელოვანი – რას გულისხმობს, როცა ის ჩემზე და ამ კონკრეტულ თემაზე საუბრობს – ანუ რასთან აქვს პრობლემა, რომელ ნაწილთან – რას თვლის, რომ არასწორად კომუნიცირებულია? – განაცხადა ხიდაშელმა.
რა თქვა თინა ხიდაშელმა “რეაქციაში”
„სამოქალაქო იდეის“ დამფუძნებლმა დღეს, 5 მარტს “დღის ამბებში” ეს საკითხი კიდევ ერთხელ განმარტა:
საქმე იმაშია, რომ 2010 წლიდან დაიწყო ეს პროცესი და შემდეგ, სამწუხაროდ, როგორც ჩანს წარმატებით გაგრძელდა წლებსი განმავლობაში და უკვე 2019 წელს, თუ თარიღში არ ვცდები, მაგრამ ეს დოკუმენტურად არის დადასტურებული, უამრავი ანგარიშია ამ თემაზე გამოქვეყნებული – გარდაბნის უნივერსიტეტში ფუნქციონირებს “უნივერსიტეტი”, რომელსაც აკრედიტაცია მიღებული არ აქვს და მე ეს ინგასთანაც [გრიგოლია] ვთქვი, თუმცა მის ხელმძღვანელს, ბატონი ვაშაყმაძე, რომელიც არის პრემიერის ადმინისტრაციაში ინტერრელიგიური საბჭოს (ხელმძღვანელი), თუ რაღაცა ასეთი სახელი ჰქვია მის უწყებას, მას მოიხსენიებს, როგორც რექტორს, მიუხედავად იმისა, რომ ამ წარმონაქმნს აკრედიტაცია არ აქვს.
ეს არის დაწესებულება, რომელიც ირანში არის რეგისტრირებული, ირანშია შექმნილი რევოლუციის გამარჯვებისთანავე და დასანქცირებულია შტატების მიერ. ამ დოკუმენტებში, რომელცი კონკრეტულად მის სანქცირებას შეეხებაა, ცალსახად წერია მიზეზები, რატომ არის ის დასანქცირებული და ერთ-ერთი ამ მიზეზთა შორის არის, რომ ეწევა რეკრუტირებას იდეოლოგიური წინააღმდეგობისთვის მსოფლისო მასტაბით და ზრდის ამ ახალაგზარდებს ამ იდეოლოგიით. ამ დოკუმენტებში ასევე ცალსახად წერია, რომ გუშაგთა არმიის წევრები მოსამზადებელი ერთ-ერთი ინსტიტუციაა ასევე. ამიტომ ამ უნივერსიტეტთან დაკავშირებით, რომელიც ირანში ფუქნციონირებს, არავითარი კითვები არ არსებობს – თუ რა ფუნქციის და ინტერესის მატარებელია.
არც იმასთან დაკავშირებით არსებობს სამართლებრივად კითხვები, რომ მისი წარმონაქმნია ის, რაც გარდაბანში ფუქნციონირებს. არსებობს უამრავი ფოტომასალა, მაგალითად დამამთავრებელი კურსის სტუდენტების პოზირებები მათ ე.წ. რექტორთან და ირანიდან ჩამოსულ სტუმრებთან ერთად. არსებობს ფოტო-მასალა ირანში აგდაღებული, სადაც ბატონი ვაშაყმაძე ალი ჰომენის ხვდება და გარემოცვა, რომელთან ერთადაც ხვდება, არიან ის ადამიანები, რომლებიც აქ უნივერსიტეტის ხელმძღვანელობას წარმოადგენენ”- განმარტა ხიდაშელმა.
“მე ვურჩევდი ყველას, ვისაც ოდნავ მაინც გული შესტიკა ჩვენს ქვეყანაზე და ჩვენი ქვეყნსი მომავალზე, რომ სინამდვილეში პრობლემით დაინტერესდეს და არა იმით, ვისი განცხადება მოსწონთ და ვისი არა” – დასძენს თინა ხიდაშელი.
მე კახი კალაძის მუქარების არ მეშინია. ეს კარგად იცის მანაც და ყველამ. მე იმის მეშინია ჩვენს ქვეყანას არ დაემუქროს პრობლემა აი ამ უპასუხისმგებლო საქციელის და გადაწყვეტილებებსი გამო, რომელსაც “ოცნება” წლებსი განმავლობაში იღებს და ირანტან ურთიერთობაში განსაკუთრებით მზარდადა ანვითარებს ამ რაღაცა ურთიერთერთგულებაზე თუ ურთიერთსიყვარულზე დაფუნძნებულ ურთიერთობებს.
მე არცერთ სიტყვას ჩემს ცხოვრებაში ისე არ ვამბობ, თუ არ მაქვს აბსოლუტურად მტკიცე დამადასტურებელი დოკუმენტაცია. ეს არის ძალიან სამწუხარო ამბავი, რომლის წარმონაქმნიც საქართველოში ფუნქციონირებს, იმიტომ, რომ ის შტატების მიერ მიჩნეულია ერთ-ერთი მთავარი უჯრედი, რომელიც ამზადებს გუშაგთა არმიას”, – ამბობს თინა ხიდაშელი.