ვინ აბამს სამსახურში რომანებს — Cnoba

GuriaNews სიახლე 07 Mar 2026, 07:18

ქალწული თუ ქალწული სამსახურში შენიშნავს მასავით მშრომელ, საქმეზე ორიენტირებულ, პასუხისმგებლობით სავსე და ჭკვიან ადამიანს, აუცილებლად მოუნდება კოლეგასთან რომანის დაწყება. მიუხედავად იმისა, რომ მისთვის საზოგადოებრივ აზრს დიდი მნიშვნელობა აქვს, ამ შემთხვევაში, შეუძლია უკუაგდოს ჩარჩოები. ქალწულის კავშირი გამორჩეულ კოლეგასთან მუშაობის პროცესს გაამარტივებს და სასიამოვნოს გახდის. ამ ნიშნით დაბადებულს ჰაერივით სჭირდება ადამიანი, რომელიც გაუგებს და ინტელექტუალურ დიალოგში აჰყვება. […] The post ვინ აბამს სამსახურში რომანებს appeared first on გურია ნიუსი.

ქალწული

თუ ქალწული სამსახურში შენიშნავს მასავით მშრომელ, საქმეზე ორიენტირებულ, პასუხისმგებლობით სავსე და ჭკვიან ადამიანს, აუცილებლად მოუნდება კოლეგასთან რომანის დაწყება. მიუხედავად იმისა, რომ მისთვის საზოგადოებრივ აზრს დიდი მნიშვნელობა აქვს, ამ შემთხვევაში, შეუძლია უკუაგდოს ჩარჩოები. ქალწულის კავშირი გამორჩეულ კოლეგასთან მუშაობის პროცესს გაამარტივებს და სასიამოვნოს გახდის. ამ ნიშნით დაბადებულს ჰაერივით სჭირდება ადამიანი, რომელიც გაუგებს და ინტელექტუალურ დიალოგში აჰყვება. ვინაიდან ის დიდ დროს უთმობს სამსახურს, შესაძლოა სექსუალური კავშირის დამყარებისთვის ოფისს მიღმა ენერგია აღარც ეყოს. ამიტომ კომპანიაშივე მოითავებს საქმეს.

თუ ქალწული დაოჯახებულია, მხოლოდ ფლირტს დასჯერდება, რადგან მიაჩნია, რომ მას ღალატი არ ეკადრება. ზედმეტად წესიერია იმისთვის, რომ პარტნიორი სხვაში გაცვალოს.

მშვილდოსანი

ამ ნიშნით დაბადებულს სამსახურში სასიარულოდ მოტივაცია სჭირდება. ფლირტი, სასიამოვნო შესახედაობის თანამშრომლების თვალიერება და საყვარელთან შეხვედრა არაჩვეულებრივი მოტივიაა, ეთანხმებით? რა თქმა უნდა, მშვილდოსანი ამ ურთიერთობას სერიოზულად არ აღიქვამს, უბრალოდ, ეგზოტიკურად ეჩვენება თავიდან. ამ ნიშნით დაბადებული მალევე იცვლის ხოლმე პარტნიორებს. სწორედ მასზეა ნათქვამი, “ოფისში ყველა მოკლე კაბას დასდევსო” ან “ოფისში კაცი არ დაუტოვებია, რომ არ შეებაო”.

თუ მშვილდოსანი დაოჯახებულია, რა თქმა უნდა, მეუღლეს არ მიატოვებს გართობის გამო. როგორც კი საფრთხეს იგრძნობს საყვარლისგან, დიპლომატიურად დაუსვამს წერტილს ამ კავშირს – ისე, რომ არც მწვადი დაწვას და არც შამფური.

The post ვინ აბამს სამსახურში რომანებს  appeared first on გურია ნიუსი.


რელევანტური